X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი EBRD-ის დელეგაციას შეხვდა

28 იანვარი 2020

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას EBRD-ის ასოცირებული დირექტორი ჰელენა გორდეევა და კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი ხელმძღვანელობდნენ.

მხარეებმა EBRD-ის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საგზაო სამუშაოებსა და წყალმომარაგების სისტემებს, სკოლების მშენებლობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხებს.

EBRD-ის დელეგაციის შეფასებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების ბიუჯეტი გასულ წელს რეკორდული იყო და 25 მილიონი დოლარით გადააჭარბა 2018 წლის შედეგებს.

მხარეებმა, მათ შორის, ისაუბრეს ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტზე და შეთანხმდნენ, რომ EBRD-ის კონსულტანტი ჩაერთვება ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის შემუშავების პროცესში.